English / ქართული / русский /
ციცინო თეთრაული
პანდემიისა და ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების სტრუქტურა და სტრატეგია

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია პანდემიის ნეგატიური გავლენა მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკაზე; გაანალიზებულია სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების პირობებში; გაშუქებულია საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების როლი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში; დახასიათებულია დედოლარიზაციის პროცესი.

საკვანძო სიტყვები: პანდემია, გაერო, ევროკავშირი, ატომური ომი, სასურსათო უსაფრთხოება, დედოლარიზაცია.

შესავალი

ბოლო პერიოდში მსოფლიო დადგა უდიდესი გლობალური გამოწვევების წინაშე, როგორიც არის პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი. Pდიდი რისკის ფასად პანდემიას ქვეყნები მეტ-ნაკლებად გაუმკლავ¬დნჵნ, დაიღუპა მილიონობით ადამიანი, მსოფლიო ეკონომიკამ განიცადა რეცესია, ომის ბედი კი ჯერჯერობით უცნობია. ძნელია პროგნოზი, თუ რა ბედი მოელის მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მყოფ ცივილიზაციას. 

* * *

პანდემიამ მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევებისა და განსაცდელის წინაშე დააყენა. Dდაავადდნენ და დაიღუპნენ ადამიანები. ერთმა პატარა უჩინარმა ვირუსმა შეაყოვნა მთელი მსოფლიო, გააჩერა ეკონომიკა. ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები. მსოფლიო ეკონომიკამ უდიდესი ზარალი განიცადა. "შავ ოქროდ" მიჩნეული ნავთობის ფასი დაეცა, შეიზღუდა წარმოება, ჩამოიშალა მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია, სარესტორნო ბიზნესი, სასტუმრო ბიზნესი, სამოდელო და შოუბიზნესი, მცირე და საშუალო ბიზნესი. დაზარალდა ხელოვნების სფერო, დაიხურა თეატრი, კინო, ოპერა, გამოფენები. დაიხურა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, სწავლება გადავიდა დისტანციურ რეჟიმში და ა.შ. პანდემიასთან ბრძოლას უზარმაზარი ფინანსები მოხმარდა. მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს სამედიცინო პირბადეების საჭირო მარაგიც კი არ აღმოაჩნდა, არასაკმარისი იყო სასუნთქი აპარატებიც ერთ-ერთმა საავტომობილო ქარხანამ ავტომობილების ნაცვლად სასუნთქი აპარატების გამოშვება დაიწყო, სამოდელო ბიზნესმა კი - პირბადეების შეკერვა. ვირუსმა მოახდინა ეკონომიკური დარგების მოდერნიზაცია. ტრადიციული ეკონომიკის ნაცვლად მივიღეთ ახალი კორონა-ეკონომიკა. გაერო აანონსებდა მოსალოდნელ შიმშილობას მსოფლიოს მასშტაბით. დაიწყო ეკონომიკური რეცესია. ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კ. ლაგარდმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ეკონომიკური აქტიურობის მოულოდნელ გაჩერებაზე და რომ ევროკავშირის ქვეყნებს წინ მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი ელოდათ, რომელიც თავისი შედეგებით ყველაზე მძიმე იქნებოდა მშვიდობიან პერიოდში. ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენის გამო, ევროზონის ქვეყნების მშპ 8-12%-ით შემცირდა. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ადამიანები მოექცნენ იზოლაციაში. სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვა, სამედიცინო ხელთათმანების ტარება, ხელების დამუშავება ანტიბაქტერიული საშუალებებით. გავიარეთ ბევრი ლოდაუნი (ჩაკეტვა), კომენდანტის საათი, შეიზღუდა ადამიანთა გადაადგილება, გაჩერდა ტრანსპორტი. მუშაობდა მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტები: აფთიაქები, საავადმყოფოები, სასურსათო ობიექტები.

ეპიდემია დაიწყო 2019 წლის ბოლოს ჩინეთში ქ. უხანში. იგი ელვისებური სისწრაფით გავრცელდა  მთელ მსოფლიოში და გადაიზარდა პანდემიაში. კორონა ვირუსი ზოონოზური წარმოშობისაა. ოფიციალური ინფორმაციით იგი ღამურადან "გადახტა" ადამიანში, განიცადა მუტაცია და შემდეგ დაიწყო უკვე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. სხვა ვერსიით ვირუსი "გაიპარა" უხანის ლაბორატორიიდან, სადაც ცდებს ატარებდნენ ღამურებზე. ვირუსით დაინფიცირდა უხანის ლაბორატორიის თანამშრომელი, რომელიც შემდეგ ე.წ. სველ ბაზარში მივიდა, იქიდან კი ვირუსი გავრცელდა. "შეთქმულების თეორიის" მომხრეთა ვერსიით, ვირუსი ხელოვნურად იყო შექმნილი მოსახლეობის მასობრივი განადგურების მიზნით. ამერიკა ჩინეთს ადანაშაულებდა ვირუსის გავრცელებაში, ჩინეთი კი – ამერიკას. აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი დ. ტრამპი მოითხოვდა კორონა ვირუსთან დაკავშირებით დეტალური გამოძიების ჩატარებას. მან აგრეთვე დაადანაშაულა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია იმაში, რომ დროულად არ აცნობა მსოფლიოს პანდემიის შესახებ და ჩინეთს ხელი დააფარა. პრეზიდენტმა დ. ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა და მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. პანდემიამ მსოფლიო შოკში ჩააგდო, იგი შეფასებულია როგორც მესამე მსოფლიო ომი. დაიღუპა 10 მილიონზე მეტი ადამიანი.  

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ნათლად წარმოაჩინა ქვეყნების სუსტი და ძლიერი მხარეები, მათი ეკონომიკური პოტენციალი, დააფიქრა იზოლაციაში მოქცეული ადამიანები. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მოსახლეობაში. შემოსული ვაქცინებით (ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოვაკი, სინოფარმი) ადამიანთა გარკვეული ნაწილი აიცრა, ნაწილი კი – არა. ვინც არ აიცრჱ, მათ მიაკერეს იარლიყი "ანტივაქსერები" და ლამის მტრად შერაცხეს. ასევე დაიწყეს ე.წ. "მწვანე პასპორტების" ბეჭდვა. გლობალიზაცია "ახალი მსოფლიო წესრიგი"  ადამიანებს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ცალკე აღებულ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია – დიდი და ძლიერი იქნება ეს ქვეყანა თუ პატარა. ეს გლობალური პრობლემები ყველასათვის არის ცნობილი, მათი სია საკმაოდ გრძელია: გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი, გაუდაბნოება, მიწის ეროზია, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ნარჩენების მართვა, სასურსათო უსაფრთხოება, პანდემია და ა.შ. ეს პრობლემები ძირითადად ეკოლოგიური ხასიათისაა. ეკოლოგიამ კი საზღვრები არ იცის. არც დედამიწის ბუნებრივი რესურსებია ულევი და ამოუწურავი. მოსახლეობა იზრდება, ბუნებრივი რესურსები კი მცირდება. წიაღისეული მარაგები თითქმის "გამოცარიელებულია". ადამიანები ხომ საუკუნეების განმავლობაში იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, ექსპლუატაციას უწევენ დედამიწას, სტაცებენ და იღებენ ყველაფერს რისი მიღებაც კი შეუძლიათ, ანადგურებენ ბუნებას უდიერად. ადამიანი თავის თავს აღარ მიიჩნევს ბუნების ნაწილად, როგორც ჩვენი წინაპარი მომთაბარეები და მონადირე-შემგროვებლები მიიჩნევდნენ. ისინი ბუნების მიერ ბოძებული ნობათით კმაყოფილდებოდნენ და ჰარმონიაში ცხოვრობ­დნენ ბუნებასთან. თანამედროვე ტექნოკრატიული მსოფლიო კი ბუნებას თავის დანამატად, თავის სახმარ ობიექტად მიიჩნევს და სვავივით ნთქავს ყველაფერს. ადამიანთა გაუმაძღრობაზე მეტყველებს იმ ნარჩენების უზარმაზარი ნაკადი, რასაც კაცობრიობა მოიხმარს. ნაგავს "ოქროს ხანა" უდგას. ნარჩენების მართვის დიდი კორპორაციები მილიარდებს შოულობენ და მას ოქროდ აქცევენ — "მოიხმარე აქ, დაყარე იქ". მესამე მსოფლიოს ქვეყნები განვითარებული ქვეყნების ნაგავსაყრელს წარმოადგენენ. წინა საუკუნეებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს კომპოსტად იყენებდნენ. გატეხილ ან მწყობრიდან გამოსულ ნივთებს ერთი ხელის მოსმით არ ყრიდნენ. "მწვანეების" კონცეფცია "ნულოვანი ნაგავი", "უნარჩენო საზოგადოება" ფანტაზიაა, უტოპიაა, რომელსაც არ უწერია განხორციელება. თანამედროვე მსოფლიო ერთ დიდ ქარვასლას დაემსგავსა, ადამიანი კი — ტექნოკრატიულ ცხოველს. მიუხედავად პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომისა, მსოფლიო მოსახლეობამ უკვე 8 მილიარდს გადააჭარბა, მსოფლიოს მამები და „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ კი წუხან ამაზე. "ოქროს მილიარდის" კონცეფცია, რომ მოსახლეობა ერთ მილარდამდე უნდა შემცირდეს, ყველასათვის არის ცნობილი და სკოლის გეოგრაფიის სახელმძღვანელოშიც არის შეტანილი.  რაც მეტია ადამიანი, მეტია მჭამელი და შესაბამისად იხარჯება მეტი რესურსი. მეცნიერთა აზრით,  დედამიწის გამტარუნარიანობა 10 მილიარდზე მეტს ვერ გაუძლებს. ძოგიერთის აზრით კი დედამიწამ უკვე გადააჭარბა თავის გამტარუნარიანობას. ამიტომ ეჭვობდნენ ადამიანები ვაქცინებთან დაკავშირებით. ანტიგლობალისტები თხევად ჩიპიზაციაზეც ლაპარაკობდნენ. ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ თუ ის მოხვდა არა კაცთმოყვარე მიზანტროპთა ხელში, დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მასებისთვის. ნანოტექნოლოგიებს პირველ რიგში სამხედრო სფერო ითვისებს. საერთაშორისო სამართალში არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. ბაქტერიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული, ატომური იარაღის გამოყენება არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, თუმცა ამ იარაღის გაუვნებელყოფაზე არ ზრუნავს მსოფლიო. დღესდღეობით კაცობრიობა უკვე მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ორი მოძმე ქრისტიანული ქვეყანა ხოცავს ერთმანეთს, იღუპებიან ადამიანები, ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჯარისკაცები. წმინდა ომი არ არსებობს, ომი ყველაზე დიდი ბოროტებაა დედამიწაზე. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, სხვა არაფერია თუ არა ომების ისტორია. ომს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება, განსაკუთრებით XXI საუკუნეში, რომელსაც ათასნაირი ეპითეტებით მოვიხსენიებთ "ცოდნის საუკუნე", "კეთილდღეობის საუკუნე", "ტექნოლოგიების საუკუნე" და ა.შ. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ომის საუკუნე". ადამიანი არ არის ანგელოზი, არც დედამიწაა სამოთხე, მაგრამ თუ წინა საუკუნეების ომებს შეიძლება რაღაც მინიმალური გამართლება ჰქონდა, ეს იყო დედამიწის გადანაწილების, ახალი მიწების აღმოჩენებისა და დაპყრობის პროცესი. ადამიანები იმკვიდრებდნენ თავს, იხვეჭდნენ ქონებას, ცხოვრობდნენ "ჯუნგლის კანონით" და იმარჯვებდა ძალა,  ანუ "ძალა აღმართს ხნავდა". Aახლა, როცა დედამიწა უკვე გადანაწილებულია, რუკაზე აღარ არის თეთრი ლაქები,  აღმოჩჵნილია ყველა კონტინენტი, შედგენილი და დასრულებულია მსოფლიო რუკა. კაცობრიობამ გაიარა მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, კოლონიალიზმი, რასიზმი, ფაშიზმი, კოსმოსიც კი დაიპყრო (თითქოს დედამიწაზე ყველაფერი მოაგვარა) და ამ ვითარებაში წარმოუდგენელია, რომ ადამიანები ერთმანეთს იარაღის ენით ელაპარაკებოდნენ.

საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირე­ბული. ქვეყანა ისტორიულად ხორბლისა და ღვინის სამშობლოა, გვაქვს მსოფლიოში უნიკალური ათამდე ხორბლის ჯიში. მიუხედავად ამისა ქვეყანა თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ხორბლის იმპორტზე, რომლის თითქმის 90%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. პანდემიის პერიოდში რუსეთმა რაღაც პერიოდით ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერა. მთავრობას მოუწია ხორბლისა და ფქვილის სუბსიდირება. შეიძლება ჩვენ სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნა ხორბალზე, მაგრამ მოსავლის რაოდენობა მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ. ამ ომის დროს სულ ცოტა ხნის წინ დაირღვა შეთანხმება მარცვლეულზჵ. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოსთვის  მარცვლეულის ბეღელს წარმოადგენს. მათგან მარაგდება მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი. შეიძლება მესამე მსოფლიოს  ქვეყნები შიმშილობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან გლობალური მსოფლიო უკვე ძალიან არასტაბილური გახდა. სურსათის უსაფრთხოება არის ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკის მთავარი ამოცანა. აგრარული სფეროს განვითარებას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. პანდემიის პირობებში მთავრობამ ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3,5 მილიარდის მოზიდვა შეძლო. დაგვეხმარნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოიცავდა როგორც სოციალურ დახმარებას, ასევე დახმარებას ბიზნესსექტორისთვის. პანდემიის მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეჩერებულა: მოხდა ფერმერთა სუბსიდირება, ჩამოიწერა მელიორაციის ძველი დავალიანებები, დარიგდა აგრობარათები და ა.შ. მართალია პანდემია თითქოს დამთავრდა, მაგრამ არ ვიცით ხვალ კიდევ რა სხვა ახალი ვირუსი შემოგვიტევს, როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი.  მსოფლიო მიწოდების ჯაჭვი დარღვეულია. მსოფლიო აღარ არის ერთპოლუსიანი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთ-ამერიკის ცივი ომი დამთავრდა, მსოფლიო გაერთიანდა, მაგრამ ეს 30-წლიანი ერთიანობა ძალიან მყიფე აღმოჩნდა. ისტორიისთვის 30 წელი ძალიან ცოტაა. გეოპოლიტიკური არქიტექტურა დანგრეულია. მსოფლიოში მიმდინარეობს გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება, ომის გამო სანქცირებული რუსეთი ცდილობს, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში აღარ გამოიყენოს ამერიკული დოლარი. პრობლემები შეექმნა რუსეთის გაზზე და ენერგორესურსებზე დამოკიდებულ ევროპას. მაგალითად, გერმანია, რომელიც საკმაოდ  განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა, წარმატებით ავითარებდა თავის ეკონომიკას იაფი რუსული ენერგორესურსებით. იგი ყოველთვის პირველი ხმა იყო ევროკავშირში და მას "ევროპის ძრავასაც" უწოდებდნენ. შექმნილი კრიზის გამო გერმანიის ეკონომიკა ძლიერად აღარ გამოიყურება. რუსეთი ვაჭრობს თავისი ეროვნული ვალუტით _ რუბლით, ინდოეთი 30-ზე მეტ ქვეყანასთან ვაჭრობს თავისი რუპიით, ასევე ჩინეთი, რომელიც ამერიკის მერე მსოფლიოში მეორე ადგილზეა ეკონომიკური განვითარებით, სავაჭრო ურთიერთობებში  იყენებს თავის ეროვნულ ვალუტას — იუანს. რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და აფრიკა საერთოდ ერთიანი ვალუტის გამოშვებას აპირებენ, საგარეო ვაჭრობაში გამოსაყენებლად ჱმჱსვჵ აანონსებს ბრაზილია და არგენტინა. აქედან გამომდინარე იკვეთება ის, რომ მსოფლიოში დედოლარიზაციის პროცესი დაწყებულია, რაც აშშ-ის შეშფოთებას იწვევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო სავაჭრო ოპერაციებიდან დოლარი გამოიდევნება, რადგან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სავალუტო რეზერვებში მას საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი აქვს. დოლარის კრახი არც ერთი ქვეყნისთვის არ იქნება მომგებიანი, რადგან მათ მნიშვნელოვნად დააზარალებს. დოლარი მსოფლიო ფულის სტატუსს დიდი ხანია ინარჩუნებს, თუმცა ბოლო პერიოდში მსოფლიოში შექმნილი დესტაბილიზაციისა და კრიზისების გამო, დოლარზე მოთხოვნის შემცირების კონტურები მსოფლიოში უკვე იკვეთება. ამის დასტურია ის, რომ 2021 წელს დოლარის წილი გლობალურ რეზერვებში 55% იყო, 2023 წლისთვის კი 47%-მდე შემცირდა. ასეთი პროცესები პირდაპირ არის დამოკიდებული, იმაზე თუ რამდენად სწრაფად დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. თუ ომი დიდხანს გაგრძელდა და მოხდა უკრაინის "ავღანეთიზაცია", როგორ შეიცვლება მსოფლიო ეკონომიკა, ამის პროგნოზი შეუძლებელია. დიდი ალბათობით მსოფლიო შეიძლება მულტიპოლარული გახდეს. ერთპოლუსიანობის დასასრული თვალსაჩინოა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მსოფლიო არ აღმოჩნდეს ატომური იარაღის გამოყენების წინაშე, რაც ჩვენი ცივილიზაციისა და მთელი პლანეტისთვის კატასტროფა იქნება. მსოფლიოში მიმდინარე დედოლარიზაციის პროცესი კი ამერიკისთვის ძალიან მძიმე და არასასურველი იქნება. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამერიკული დოლარი, შეიძლება ჩინურმა იუანმა ჩაანაცვლოს და გლობალურ ვალუტად იქცეს. გამორიცხული არაფერია, თუმცა იუანი ფიატური ფულია (ფიატური ეწოდება ფულს, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე და მის უკან არ დგას რაიმე საქონელი, მაგალითად, ოქრო) და საეჭვოა, რომ მან დოლარი ჩაანაცვლოს. მართალია, დღესდღეობით დედოლარიზაციის პროცესი დაწყებულია, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით საყოველთაო დედოლარიზაცია იოლად ვერ მოხდება. სანქცირებული რუსეთი ევროპის გვერდის ავლით მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან მაინც ახერხებს საჭირო საქონლის ვაჭრობას. ასევე იქცევა ევროპა, რუსეთის გვერდის ავლით მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს და საჭირო საქონელს. ეკონომიკა ის სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი სფეროა, რომელზეც უარის თქმა ძალიან ძნელია, მით უმეტეს გლობალიზაციის პირობებში. ერთმანეთზე გადაჯაჭვული მსოფლიო ეკონომიკა, ამ ჯაჭვს იოლად ვერ გაწყვეტს. ევროპა ვერ ამბობს უარს რუსულ იაფ გაზზე, ვერც რუსულ ალმასსჱ და ოქროზე. ევროპისა და ამერიკის მრავალმა ფირმჱმ და ბრენდმა, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, შეიცვალეს სახელი და ისევ აგრძელებენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რომელმაც უდიდესი ზარალი მიაყენა მსოფლიოს (დაიღუპა 50 მილიონზე მეტი ადამიანი, დაინგრა და განადგურდა ქვეყნები), ქვეყნებმა გადაწყვიტჵს შეკავშირება და გაერთიანება. შეიქმნა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მშვიდობის განმტკიცებას მსოფლიოში, აღადგენდა და გააძლიერებდა დანგრეულ ეკონომიკას, განავითარებდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს. სწორედ ამის გამოძახილი იყო 1945 წლის ოქტომბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ჩამოყალიბება. ამჟამად მასში 191 ქვეყანაა გაერთიანებული. 1949 წლის აპრილში შეიქმნა ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, ნატო. 1957 წელს მოხდა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც წარმოიქმნა პარიზის (1951 წ.) და ორი რომის ხელშეკრულების (1957 წ.) შესაბამისად. ევროპის გაერთიანებას საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა, რომელმაც ფრანგ პოლიტიკოს ჟან მონესთან ერთად 1950 წლის 9 მაისს წამოაყენა ევროპის ნახშირის მოპოვებისა და ფოლადსადნობი წარმოების სფეროების გაერთიანების იდეა. მისი სიტყვებით ეს ისტორიული იდეა საფუძველს ჩაუყრიდა მომავალ ორგანიზებულ ევროპას, რომელიც აუცილებელია ცივილიზაციის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობიანობისთვის მთელ მსოფლიოში. ევროკავშირის დამფუძნებელი იყო 6 ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი. ამჟამად ევროკავშირში 27 ქვეყანაა გაერთიანებული (დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი). მან ძალიან დიდი და რთული გზა გაიარა დღემდე. ევროკავშირს აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური, რეგულაციები, კარგად აწყობილი აგრარული პოლიტიკა, დასაქმების პროგრამები აღიარებს ადამიანის უფლების, დემოკრატიის უზენაესობას, იცავს ქალთა უფლებებს, ქალების მიერ შესრულებულ სამუშაოში მამაკაცებთან მიმართებით  თანაბარი ანაზღაურების პრინციპს. ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებიდან თანდათან ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მოლდოვას, რომელიც დსთ-ის წევრია, მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, რომელიც პატარა ბეჯითი მოსწავლესავით წლებია ასრულებს ამ ალიანსის მოთხოვნებს, დირექტივებს, უარი ეთქვა. თურქეთი 30 წელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ევროპისა და აზიის გასაყარზე ვიმყოფებით, კავკასიის ნაწილი ვართ და არცერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ გვესაზღვრება. ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობაზე საფრანგეთის პრეზიტენტმა ე. მაკრონმაც განაცხადა: რა ვქნათ, სამეზობლოს არ ირჩევენ, ვერც გეოგრაფიას შევცვლით. საბოლოოდ თუ მიგვიღებენ ევროკავშირში ეს მათი პოლიტიკური ნება იქნება, თუ არა და ამასაც უნდა შევეგუოთ. ქვეყანამ ეს იდეაფიქსად არ უნდა გადააქციოს და საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე იფიქროს. რა სახეს მიიღებს გეოპოლიტიკური არქიტექტურა არავინ იცის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და სწორი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესებით გაჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ.

გაეროს უამრავი ფუნქცია აკისრია — მშვიდობიანობისა და კონფლიქტების მოგვარებით დაწყებული, ეკონომიკური და ჯანდაცვის პრობლემებით დამთავრებული. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი) წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ორგანოს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელობით მისი სპეციალიზებული დაწესებულებებისა, აგრეთვე მრავალრიცხოვანი ორგანოს ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის კოორდინაციას ახდენს. ეკოსოსზე დაკისრებულია სახელმწიფო გზის თანამშრომლობის კოორდინირებისა და განვითარების ფართო მრავალფეროვანი ფუნქცია. მათი ურთიერთობების ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, მსოფლიო ვაჭრობა, ინდუსტრიალიზაცია, ბუნებრივი რესურსების ათვისება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების საერთაშორისო დაცვა, ქალთა მდგომარეობა, ქვეყნის მოსახლეობა, სოცუზრუნველყოფა, მეცნიერება და ტექნიკა და სხვა. ეკოსოსი შედგება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შედგენილი 54 წევრისაგან. გაეროს დამხმარე ორგანოებია: 1) გაეროს განვითარების პროგრამა (პროონი) - დაფუძნებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1965 წელს და ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტების დაფინანსების საქმეში, გაეროს სისტემაში ცენტრალურ პროგრამას წარმოადგენს; 2) ვაჭრობისა და განვითარების გაეროს კონფერენცია (იუნქტადი) - დაფუძნდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1964 წელს მუდმივი ორგანოს სახით, განვითარების მიზნით საერთაშორისო ვაჭრობის წასახალისებლად; 3) საერთაშორისო ვაჭრობის უფლების გაეროს კომისია (იუნსიტრალი) _ დაფუძნდჱ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წ. საერთაშორისო ვაჭრობის პროგრესული განვითარებისა და წესების უნიფიკაციისთვის დახმარების მიზნით.

ამჟამად არსებობს გეროს 16 სპეციალიზებული დაწესებულება. თავისი მოღვაწეობის სფეროს მიხედვით ისინი იყოფა 3 ძირითად ჯგუფად. პირველი ჯგუფი არის ეკონომიკური ხასიათის სპეციალიზებული დაწესებულება, რომელშიც  შედის 12 ორგანიზაცია, ესენია: 1) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი; 2) საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია; 3) საერთაშორისო სავალუტო ფონდი; 4) განვითარების საერთაშორისო ასოციაცია; 5) გაეროს სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია; 6) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; 7) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია; 8) მსოფლიო საფოსტო კავშირი; 9) საერთაშორისო ელექტროკავშირი; 10) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია; 11) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; 12) მრეწველობის განვითარების გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

მეორე ჯგუფს განეკუთვნება სოციალური ხასიათის სპეციალიზებული დაწესებულებები, ესენია: 1) შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია; 2) ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია.

მესამე ჯგუფს განეკუთვნება ჰუმანიტარული ხასიათის დაწესებულებები: 1) გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში (იუნესკო); 2) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების რაოდენობამ დღეისათვის 4000-ს მიაღწია.

საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები განსხვავდებიან: 1) წევრობის ხასიათით - სახელმწიფოთაშორისი (სამთავრობოთაშორისი), რომელთა წევრები არიან ესა თუ ის შიდასახელმწი­ფოებრივი ორგანიზაციები ან ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ან კერძო პირები; საქმიანობის ხასიათით - მუდმივად მოქმედი (ასეთი ორგანიზაციები იქმნება ეკონომიკური ხელშე­კრულების საფუძველზე) და დროებითი (მოწვეული კონფერენციის სხდომის პროცესში მოქმედი); 3) კომპეტენციის დონით - საერთაშორისო ვაჭრობის ზოგად საკითხებზე კომპეტენტური ორგანიზაციები, საქონლის ცალკეული სახეობების  კომპეტენტური ორგანიზაციები.

გლობალურ მსოფლიოში უნივერსალური საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების სათავეში დგას გაერო, რომლის წესდების თანახმად უნდა განხორციელდეს საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალური ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად (მუხ. 1) "კეთილდღეობისა და სტაბილიზაციის პირობების შექმნის მიზნით", ასევე "მსოფლიოში ცხოვრების დონის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრესის ზრდის ხელშეწყობის" მიზნით.. ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებით დაკავებულია გაეროს უმაღლესი ორგანო - გენერალური ანსამბლეა და მისი ხელმძღვანელობით - ეკონომიკური და სოციალური საბჭო.

ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ხელმძღვანელობით მუშაობს შემდეგი რეგიონული ეკონომიკური კომისიები: 1) ევროპის ეკონომიკური კომისია (ეკონომიკური კომისია ევროპისთვის), რომელიც შეიქმნა 1947 წელს 5 წლის ვადით მეორე მსოფლიო ომში გაკოტრებული ევროპული ქვეყნების ეფექტიანი დახმარების გაწევის მიზნით. შემდეგ მისი საქმიანობა გაგრძელდა განუსაზღვრელი დროით. კომისიის უმაღლესი ორგანოა პლენარული სესიჱ, რომელსაც იწვევენ წელიწადში ერთხელ. კომისიის მუდმივმოქმედი ორგანოა  სამდივნო. მისი განყოფილებებია: გეგმებისა და გამოკვლევების, მრეწველობის, ტრანსპორტის, სავაჭრო-საშუამავლო და კომისიის ჩარჩოებში მოქმედების 10 კომიტეტი. ესენია: შავი მეტალურგიის, ქვანახშირის, ელექტროენერგიის, მრეწველობის შიდა ტრანსპორტის, მუშახელის, საცხოვრებლის საკითხების, საგარეო ვაჭრობის განვითარების და სხვა; 2) ეკონომიკური კომისია - შეიქმნა 1947 წელს აზიისა და წყნარი ოკეანისათვის დროებითი ორგანიზაციის სახით. 1952  წელს კომისია გადაკეთდა მუდმივმოქმედად. მისი უმაღლესი ორგანოა სამდივნო, რომელიც შედგება სამრეწველო და სავაჭრო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, სოციალური საკითხების გამოკვლევებისა და გეგმების განყოფი­ლებებისგან. მასში არის მრეწველობისა და ბუნებრივი რესურსების, შიდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ვაჭრობის კომიტეტები. მისი მონაწილეობით შემუშავდა ტრანსაზიური რკინიგზის მშენებლობის პროექტი. ტრანსაზიური გზატკეცილის მშენებ­ლობა 15 ქვეყნის გავლით; 3) ეკონომიკური კომისია ლათინური ამერიკისთვის (ეკლა), რომელიც შეიქმნა 1948 წელს, 1951 წელს კი გარდაიქმნა მუდმივმოქმედ კომისიად. მისი წევრები არიან ლათინური ამერიკის 20 სახელმწიფო. ეკლჱს მონაწილეობით შეიქმნა ლათინოამერიკული ეკონომიკური სისტემა; 4) ეკონომიკური კომისია აფრიკისათვის (ეკა), რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოს XXV სესიაზე 1958 წელს. ფუნქციური უმაღლესი და მუდმივმოქმედი ორგანოები სხვა ეკონომიკური კომისიების ანალოგიურია, ეკა-მ შეიმუშავა ტრანსაფრიკული ტრანსსაჰარისა და აღმოსავლეთ აფრიკული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი. 5) ეკონომიკური და სოციალური კომისია დასავლეთ აზიისათვის, რომელიც შეიქმნა 1973 წელს. მან ყურადღება გაამახვილა საქმიანობის კვლევით ფორმაზე. რეგიონის ცალკეული ქვეყნების განვითარების ფუნქციები და პერსპექტივები განაზოგადა და მათი პროგნოზირება მოახდინა, კერძოდ, მუშავდება ტრანსნაციონალური კორპორაციის პრაქტიკა რეგიონის ნავთობის მრეწველობაში. გაეროს გენერალური ასამბლეის მნიშვნელოვანი დამხმარე ორგანოა საერთაშორისო ვაჭრობის კომისია. მის მიერ შემუშავებულია კონვენცია საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების შესახებ, რომელიც მიღებული იყო 1980 წელს გაეროს კონფერენციაზე.

გაეროს სავალუტო-საკრედიტო დაწესებულებებს შორის გამოიყოფა: 1) საერთაშორისო სავალუტო ფონდი, 2) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, 3) საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, 4) განვითარების საერთაშორისო ასოციაცია. ყველა ეს ორგანიზაცია ატარებს სამთავრობათაშორისო ხასიათს და აქვს გაეროს სპეცია­ლიზებული დაწესებულების სტატუსი, ე.ი. გაეროს არ შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს პოლიტიკასა და მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებში: 1) ფონდი და ბანკი უმსხვილესი საერთაშორისო სავალუტო-საკრედიტო ორგანიზაციაა. იგი შეიქმნა 1944 წელს ბარეტონ-ბუდსის კონფერენციის (აშშ) მიერ მიღებული შეთანხმების საფუძველზე. თითოეული ორგანიზაციის წევრი არის 184 სახელმწიფო, რომლებიც   ასევე კორპორაციის წევრებიც არიან. კორპორაციის მიზანია სახელმწიფო-წევრების სავალუტო-საფინანსო პოლიტიკის კოორდინირება, მათთვის სესხის მიღება გადახდების ბალანსის დასარეგუ­ლირებლად და სავალუტო კურსის მხარდასაჭერად.

ბანკის მთავარი მიზანია  სახელმწიფო წევრების ტერიტორიის რეკონსტრუქციისა და განვითარე­ბის ხელშეწყობა საწარმოო მიზნებისათვის კაპიტალდაბანდების წახალისების მიზნით; 2) კორპორაციის (შექმნილია 1956 წ.) ბანკი ფილიალის სახით ითვლის 176 სახელმწიფო-წევრს. ისინი  დაკავებული არიან ფინანსებით, უმთავრესად - მრავალგვარი პროექტებით, რომელშიც მონაწილეობს ადგილობრივი და უცხოეთის კაპიტალი. ბანკი იძლევა კრედიტებს შეღავათიან პირობებში მთავრობის გარანტიის გარეშე; 3) ასოციაცია შექმნილია 1960 წელს, როგორც ბანკის ფილიალი. ამჟამად მასში შედის 160 სახელმწიფოზე მეტი. განვითარებად ქვეყნებს ეძლევა უპროცენტო კრედიტები, უფრო მეტად შეღავათიანი პირობებით. კრედიტების ვადა უფრო დაბალი განვითარების (გაეროს სიის მიხედვით) ქვეყნებისათვის შეადგენს 40 წელს, ხოლო სხვებისთვის - 35 წელს; 4) გენერალური შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე - ეს არის უმსხვილესი სამთავრო­ბათაშორისო სავაჭრო ხელშეკრულება, იგი მიიღეს 1948-1994 წლებში და მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იყო სავაჭრო მოლაპარაკებების მრავალმხრივი რაუნდის წარმართვა (სულ შედგა 8). ბოლო ურუგვაის რაუნდი დამთავრდა 1994 წელს.

თანამედროვე  საერთაშორისო ეკონომიკურ შეთანხმებებში  მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის უნივერსალურ გაერთიანებებს, რომლებიც ფორმალურად არ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ რიცხვს მიეკუთვნება პირველ რიგში პარიზისა და ლონდონის კრედიტორების კლუბი, პარიზის კლუბი  სახელმწიფოთაშორისი მექანიზმია, რომელიც შეიქმნა სახელმწიფო-კრედიტორების მრავალმხრივი შეთანხმებების შემუშავები­სათვის, სახელმწიფო-მოვალის მიმართ დავალიანების დაფარვის პირობების გადახედვის მიზნით. ოფიციალურად არა აქვს წესდება, მიღების წესები და განმტკიცებული სტრუქტურები.

ლონდონის კლუბი შეიქმნა სახელმწიფო-მოვალეებთან შეთანხმებების შემუშავების მიზნით, საგარეო ვალის გადახდისა და ბანკთაშორისი დავალიანებების დაფარვის თაობაზე. იგი აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების 600 კომერციულ ბანკ-კრედიტორებს. მათ მეთაურობენ "დოიჩე ბანკის" (გერმანია) წარმომადგენლები. ევროპის საინვესტიციო ბანკი შეიქმნა 1958 წ. მისი წევრი არის ევროპის კავშირის ყველა სახელმწიფო. Mიზანი _ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საშუალო და წვრილი საწარმოების საქმიანობის დარგში მსხვილი ინფრასტრუქტურის პროექტების შეღავათიანი, საშუალო და გრძელვადიანი დაფინანსება. შტაბ-ბინა მდებარეობს ლუქსენბურგში. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი დაარსდა 1990 წელს, შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში. მისი საქმიანობის მიზანია ყოფილი სოციალისტური ქვეყნების მხარდაჭერა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას. ბანკის წევრია 60 ქვეყანა, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა.

ტრანსნაციონალური კორპორაციები, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვანი მონაწილენი არიან, რომლებიც მზარდ გავლენას ახდენენ როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე. 

დასკვნა

მსოფლიოს გეოპოლიტიკური არქიტექტურა ჩამოშლილია. თავდაპირველად პანდემიამ შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. თუ ომი დიდხანს გაგრძელდა და მოხდა უკრაინის "ავღანეთიზაცია", მსოფლიო აღმოჩნდება ისეთი დიდი განსაცდელის წინაშე, როგორიცაა მასობრივი შიმშილი, ინფლაცია, ენერგორესურსების დეფიციტი და ა.შ. არც ვირუსებს სძინავთ. მსოფლიომ დაივიწყა პაფითიზმი, მისი  ნაწილი ცეცხლშია გახვეული, იღუპებიან ადამიანები, ნაწილი კი არხეინად განაგრძობს ცხოვრებას. გლობალიზაციის სლოგანი "ახალი მსოფლიო წესრიგი" შეცვალა "ახალმა მსოფლიო უწესრიგობამ", მსოფლიო იმართება "ოვერტონის ფანჯრის" პრინციპით. ულტრალი­ბერალურმა იდეოლოგიამ საზოგადოება ორ ნაწილად გაყო: ლიბერალებად და კონსერვატორებად. ლიბერალების იდეოლოგიით შემოვიდა ახალი ტერმინები: მშობელი #1, მშობელი #2, მოზარდებისათვის სქესის შეცვლის უფლება, ეკუმენიზმი "რელიგიათა გაერთიანება". სამი რელიგიის ტაძარი გახსნეს 2023 წლის 1 მარტს აბუდაბიში. ეკუმენისტური კომპლექსის ერთ სივრცეში შედის მეჩეთი, სინაგოგა და ქრისტიანული ტაძარი. საფრთხე ექმნება ქვეყნის ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს, სარწმუნოებას.  "ცოდნის საუკუნე", "კეთილდღეობის საუკუნე", "ინოვაციების საუკუნე" ის ეპითეტებია, რომლითაც ამ საუკუნეს მოიხსენიებენ, ამას ემატება "პანდემიის საუკუნე", "ომის საუკუნე", "ღმერთმებრძოლეობის" საუკუნე. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ატომური ბომბი იქნა გამოყენებული, ამ ყველაფერს მიემატება ცივილიზაციის განადგურების საუკუნე. მსოფლიო კუნთებს ათამაშებს და არ ჩანს კითხვაზე პასუხი ვინ აგებს პასუხს დედამიწის უსაფრთხოებაზე?! ვის აქვს უფლება გაანადგუროს ჩვენი ლურჯმწვანე პლანეტა?! 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ., "მწვანე ეკონომიკის არსი და გამოწვევები". ინსტიტუტის 75-ე და ჟურნალ "ეკონომისტის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული. "მწვანე ეკონომიკის" ფორმირების თანამედროვე პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბ., 2019.
  2. თეთრაული ც. "პანდემია და იქედან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები". აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 115-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული: თანამედროვე ეკონომიკა ეკონომიკური მეცნიერება და ეკონომიკის პანდემიური პრობლემები: გამოწვევები, გადაჭრის გზები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბ., 2020.
  3. ი. ხარშილაძე,  ნიკოლა ტესლა,  გამომცემლობა პალიტრა, თბ., 2018.
  4. ქვაკუთხედი, ეროვნულ სარწმუნოებრივი ჟურნალი. გამომცემლობა "აცხოვნე სული შენი", 2023 წ.